Saturday 12 April 2014

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება:  გაზაფხულის ლამაზი დღეები



პროექტის მთავარი იდეა (თემა):  მოსწავლეებმა ფანტაზიით შექმნან : თუ როგორი მშვენიერია სამყარო როცა ბუნება იღვიძებს და მზე ათბობს არემარეს ოთახში კი ვაზაში ჩაწყობილი ყვავილები გვიხალისებენ დღეს.



პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები სკოლის დარბაზში გამოფენენ საკუთარ ნამუშევრებს. იქნება სხვადასხვანაირი პეიზაჟები.   ბუნების ხედები დღის სხვადასხვა მონაკვეთში. იქნება ნატურმორტები ხილით, კოქტეილითა და ლამაზი ყვავილებით.
ასევე  წარმოგვიდგენენ იმპრესიონისტი მხატვრების ნამუშევრებს.



პროექტის მიზნები: მოსწავლეებს გამოვუმუშაოთ გარემოზე დაკვირვების უნარი. დაკვირვების შედეგად მიღებული შთაბეჭდილებებისა და ემოციების საკუთარ ნამუშევარში ასახვის უნარჩვევა. ასევე მოსწავლემ საკუთარი ფანტაზიით შექმნას ნახატები, თვითონ შეარჩიოს სახატავი ტექნიკა და შემოქმედებითად მიუდგეს სამუშაოს.



მონაწილეთა ასაკი: 10-14 წელი.

ვადები/ ხანგრძლივობა: 1-3 კვირა.

შეიძლება მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიქმნას: მოსწავლეები ამ გამოფენით გააფართოებენ თვალსაწიერს. იმსჯელებენ ერთმანეთის ნამუშევრებზე. ასევე გაეცნობიან იმპრესიონისტებს და მათ შემოქმედებას. ძალიან კმაყოფილი დარჩება დამთვალიერებელი.



პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, მოძიებული სურათები,   გუაში, აკვარელი, ფუნჯები,  ფერადი ფანქრები,  ფლომასტერი,  წებო.



პროექტის  მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): 

აქტ.1. თემას ვირჩევთ სხვადასხვა კლასებში შეთანხმებით.

აქტ.2. ვირჩევთ მოსწავლეებს რომლებიც მოიძიებენ იმპრესიონისტი მხატვრების ნახატებს. ასევე მათ შემოქმედებაზე დაწერენ მცირე ესეებს.

აქტ.3.მოსწავლეები საკუთარ  ნახატებს გამოფენენ. არჩეული მოსწავლეები კი
წარმოადგენენ იმპრესიონისტი მხატვრების ნახატებს და გააკეთებენ პრეზენტაციას იმპრესიონისტების შემოქმედების შესახებ.

კრიტერიუმი
მაღალი
კარგი
საშუალო
დაბალი
ჯგუფური თანამშრომლო ბა
აქტიურად თანამშრომლობს
ჯგუფთან
კარგი ურთიერთობა აქვს ჯგუფთან
ნაწილობრივ თანამშრომლობს ჯგუფთან
არ თანამშრომლობს
ინფორმაციის მოძიება
სწრაფად მოიძიებს ინფორ
მაციას
ეძებს ინფორმაციულ
წყაროებს
ნაკლებად მოიძიებს ინფორმაციას
არ აქტიურობს
ზეპირი პრეზენტაცია
ვრცლად და ლაკონურად ჩამოაყალიბებს თემას
კარგად
ჩამოაყალიბებს
თემას
ნაკლებად
აქტიურობს
არ აინტერესებს

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ საწავლო გეგმასთანკავშირი: 

ხელოვნება-ისტი


პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): მაია გელაშვილი.

ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: gelashvilimaia77@gmail.com